რეზონანსი
20.12.2017

 (რეზონანსი) ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი წამოიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაიზიარებენ, პოლონეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება დროებით შეუჩერდება.

ამავე დროს, ვარშავა მილიონობით ევროს დაკარგავს.

ბრიუსელი ვარშავას სასამართლო რეფორმების გამო ედავება და აცხადებს, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, რეფორმა, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოსამართლეების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

15 ივლისს, პოლონეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მინისტრებსა და დეპუტატებს ეძლევათ იურიდიული უფლება, კონსულტაციის გარეშე დანიშნონ მოსამართლე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×