(რეზონანსი) ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვეთ, მთლიანობაში საქართველო წარმატებით ასრულებს უვიზო მიმოსვლისათვის აუცილებელ
მოთხოვნებს, თუმცა დოკუმენტში მითითებულია, ის სფეროები, სადაც საქართველოს მთავრობას მართებს მეტი ძალისხმევა.
ევროკომისიის აზრით, საჭიროა, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების კამპანიის გაგრძელება, სისტემური რისკების ანალიზის სისტების შექმნის დასრულება, ევროპოლთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ამოქმედება, დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნა, ევროკავშირთან სამართალდამცავი და სასამართლო სისტემების თანამშრომლობის გამტკიცება.
ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ფულის გათეთრებასთან ბრძოლასა და დანაშაულებრივი აქტივების კონფისკაციას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობის ეფექტურობის გასაზრდელად, მასში ცვლილებების შეტანას.
ევროკომისიამ გაავრცელა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარის დიმიტრის ავრამოპულოსის კომენტარი, სადაც იგი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლოს მქონე ქვეყნებმა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ არალეგალურ მიგრაციას, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, ასევე საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოების განმტკიცებას.