რეზონანსი
20.12.2017

 (რეზონანსი) პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიტოლდ ვაშიკოვსკის განცხადებით, რუსეთის მიერ თვითმფრინავის ნაწილების შენახვა ადასტურებს ფაქტს , რომ სმოლენსკის კატასტროფის რეალური დეტალები იმალება.

„ კატასტროფის რეალური მიზეზების დასადგენად რუსეთს არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა, რაც გამოთქმულ ეჭვებს ასასტურებს" , - განაცხადა ვაშიკოვსკიმ „პოლონეთის რადიოსთან" საუბარში.

2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან, თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა.

პოლონეთის დელეგაცია კატინში 1940 წელს მომხდარი ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელ კატინთან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა პოლონელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×