რეზონანსი
20.12.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში,სულხან საბას ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა, რა დროსაც არასრულწლოვანი დაიჭრა.

შემთხვევა აიდინოვების ოჯახში მოხდა. დაზარალებულების თქმით, გვიან ღამით მათ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა და ფული მოითხოვა.

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგედაც მათი 16 წლის შვილი ფეხის არეში დაიჭრა.

მოზარდი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×