რეზონანსი
21.12.2017

 (რეზონანსი) გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრთან, ნიკა მელიასთან მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო და ეს არ იყო კარგი საყურებელი.

რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. რაც მანამდე ხდებოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები.

ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დაპირისპირება გუშინ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×