რეზონანსი
21.12.2017

 (რეზონანსი) ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აშშ-მა ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ სანქციები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, წამებისა და გატაცებების ბრალდებების გამო დააწესა.

კადიროვის გარდა "შავ სიას", სადაც უკვე 49 გვარი ფიგურირებს, რუსეთის კიდევ 5 მოქალაქე შეემატა.

ე.წ. მაგნიტსკის კანონი აშშ-მა 2012 წელს მიიღო. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის ხელისუფლების აზრით, რუსეთში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან არის დაკავშირებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×