რეზონანსი
21.12.2017

 (რეზონანსი) ლონდონის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერისა და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის, ასევე "პრივატბანკის" ყოფილი მფლობელის, გენადი ბოგოლიუბოვის აქტივები დააყადაღა.

„პრივატბანკმა" ლონდონის სასამართლოში სარჩელი თავად შეიტანა და უკანონო ოპერაციებით ბანკიდან გატანილი 2 მილიარდი დოლარის დაბრუნება მოითხოვა.

2017 წლის აგვისტოში, კიევის სასამართლომ კოლომოისკის ქონება, ტელეკომპანიის „1+1" შენობა, ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში, თვითმფრინავი Boeing და სხვა რამდენიმე შენობა დააყადაღა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×