რეზონანსი
21.12.2017

 (რეზონანსი) თურქეთში, სტამბოლის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში 45 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ოპერაცია სტამბოლის 7 რაიონში ჩატარდა. დაკავებულები, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სირიასა და ერაყში ტერორისტების რიგებში იბრძოდნენ.

სირიასა და ერაყში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ თურქმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით 5 ათასი ადამიანი დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×