(რეზონანსი) ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე „ბახალა" აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ ის გააშიშვლეს. მსახიობმა ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, სადაც ის დასკვნითი სიტყვით წარდგა.
მისივე თქმით, დაკავებისას მასზე სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ზეწოლა ხდებობა.
"როდესაც სარფიდან შემოვედი, ტაქსი გავაჩერე და თბილისში ჩამოვედი. გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემს გარშემო. ისინი მთხოვდნენ ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი გაშიშვლება, ალბათ, შეშინება უნდოდათ. ათი წუთი ასე ვიდექი და დამცინოდნენ. რეალურად, დამამცირეს. მერე სამმართველოში წამიყვანეს და „მამუშავებდნენ". იქაც ვთქვი, რომ ადვოკატი მინდოდა", - განაცხადა გიორგანაშვილმა.
„ბახალა" 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს. ის 25 იანვარს დააკავეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.