რეზონანსი
21.12.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ და მათ ქმედებებზე ნული რეაქცია უნდა იქნას გამოხატული.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია, მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები. ამიტომ საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მოვახდინო. ჩვენი რეაქცია ნული უნდა იყოს, რადგან ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია უნდა გვქონდეს, რადგან ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია", - განაცხადა გახარიამ.

გუშინ, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×