(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთაველის გამზირზე 15 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი ბრალდებული ჯ.ბ-ს დაკავება სოფელ წეროვანში მოხდა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ამ დროისთვის დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სოფელ წეროვანში დააკავეს.
„გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.