რეზონანსი
21.12.2017

 (რეზონანსი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს.

„ჩვენი ამოცანაა წავახალისოთ ვაჭრობის პროცესი, რაც გადაადგილების თავისუფლების გამარტივებასთანაც არის დაკავშირებული. პირველ რიგში არის ზრუნვა მოსახლეობაზე, მათ პრაგმატულ და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ბედი ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება, ამიტომ ჩვენთვის განათლების შესაძლებლობების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სერვისის წვდომის გამარტივება, მაგალითად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ძალიან მალე წარედგინება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×