რეზონანსი
22.12.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერიასთან დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თბილისის მერის, კახი კალაძესთან შეხვედრას და დიდუბის ბაზრობაზე არსებული ჭიშკრის გაღებას მოითხოვენ, რომელითაც მათი სამუშაო პერიმეტრია შემოღობილი.

მათი განმარტებით, ისინი შპს „მ.ზ"-ს წარმოადგენენ, რომლის ბაზრობის ტერიტორიაც სამი მხრიდან შპს „დიდუბის" მფლობელმა შემოსაზღვრა. მათი თქმით, ხანძრის შემთხვევაში ტერიტორიაზე სახანძრო მანქანის მოხვედრა შეუძლებელია.

„ხანძრის შემთხვევაში, იქ გასასვლელი და ევაკუაციის საშუალება არ არის", - აცხადებს მოვაჭრე, ლიანა ხელაძე.

მისივე თქმით, 300-მდე მოვაჭრე უკვე წლებია, მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×