რეზონანსი
22.12.2017

 (რეზონანსი) თურქეთის მთავრობა ამაყობს, რომ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაზე სწორი პოზიცია დავიკავეთ, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„თურქეთის პრეზიდენტმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე აღნიშნეს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. როგორც თურქეთის მთავრობა, ჩვენ ამაყი ვართ, რომ სინდისის სწორ მხარეს ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ელჩმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი კენჭისყრისას თავი შეიკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×