(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში გუშინ დაიწყო.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი - მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, განათლების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - კახი კახიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი.