რეზონანსი
22.12.2017

 (რეზონანსი) ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი დაუდგენელი პირი სასამართლოსთან მოტოციკლით მივიდა და კიბეზე ჩანთა დატოვა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად შენობის ფანჯრებში მინები ჩაიმსხვრა.

აღსანიშნავია, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ორმა ბერძნულმა მედიასაშუალებამ აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×