(რეზონანსი) თბილისის ყოფილი მერის, სემეკის წევრობის კანდიდატის, დავით ნარმანიას განცხადებით, მისი კანდიდატურა გამოცდილების გამო შეირჩა, ამიტომ, მისი თქმით, ამ საკითხზე კითხვები არ უნდა დაისვას.
„მე არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული, საქმეს ვაკეთებდი. ხუთ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე. ვიმუშავე დღე და ღამე მინისტრის რანგში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. არაერთი პრეზენტაცია და ანგარიში გვქონდა. ამიტომ, თუ რატომ შეირჩა დავით ნარმანია, წესით ეს კითხვა არ უნდა დაისვას", - განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანია არ დაადასტურა ინფორმაცია, სემეკის ხელმძღვანელად მის შესაძლო დანიშვნაზე.
"აქამდეც არაერთი ჭორი გავრცელებულა. მოდით მივყვეთ პროცედურებს როგორც დადგენილია", - დასძნა ნარმანიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ნარმანიას კანდიდატურა 14 დეკემბერს წარადგინა.