რეზონანსი
22.12.2017

 (რეზონანსი) გორის საკრებულოს შენობასთან აქციაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან ერთ-ერთმა დევნილმა ვიტალი გამხუაშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ.

გორში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბინების უსამართლოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ სიაში იყვნენ, თუმცა საცხოვრებელი ფართით ვერ დაკმაყოფილდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×