რეზონანსი
22.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ბაღების დაფინანსების ახალი სქემის აუცილებლობაზე ბაგ-ბაღების სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე გამოეხმაუარა.

როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, სააგენტო ცვლილებების შემთხვევაში ვალდებული იქნება შესაბამისი მითითებები შეასრულოს.

"პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, თვითმმართველობის აღმასრულებელი რგოლი ვართ, შესაბამისად, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდება, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონი დგას ჩემს აზრზე მაღლა.რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, თანხები სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. თუმცა ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. ბაღების მშენებლობის კუთხით, თავისთავად ხარჯები იზრდება"- განაცხადა გვანცელაძემ.

პრემიერის განცხადებით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×