რეზონანსი
22.12.2017

 (რეზონანსი) მიდიან კონკრეტული ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება მათი დაზიანება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, კონკრეტული სკვერების, თუ საახალწლო განათებების დაზიანება მიზანმიმართულად ხდება.

"ძალიან ცუდია ის ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლინდა. მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება. ძალიან სამწუხაროა. მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რადგან ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენგანის. როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, ისე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქსაც. როდესაც რაღაც კეთდება, რაღაცას რეაბილიტაცია უტარდება, გულდასაწყვეტია, რომ მეორე, მესამე დღეს მიდიან კონკრეტული ადამიანები, არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება დაზიანება. ეს მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გვერდით დაგვიდგება იმაში, რომ ვაწარმოოთ კამპანია, რათა ქალაქს ყველამ მოვუაროთ", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საახალწლო დეკორაცია დააზიანეს. დაზიანებული დეკორაცია „თბილსერვისის" თანამშრომლებმა გეგმური შემოვლისას აღმოაჩინეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×