(რეზონანსი) იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის, ლარისა ცოკოლის წინააღმდეგ, რომელმაც სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, საქმე აღძრა.
მოსამართლის წინააღმდეგ ორი საჩივარია შეტანილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, არც ერთი საჩივარი არ უკავშირდება სააკაშვილის საქმეს.
11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და საქართველოს ექსპრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთახნხმა და განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს.