რეზონანსი
23.12.2017

 (რეზონანსი) 22-23 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლისა და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 69 პირი.

მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32 , წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ფაქტზე კი დაკავებულია 37 პირი.

შსს - ს ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, 50 ცეცხლსასროლი იარაღი, 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.

სამინისტროს ცნობით, საპოლიციო კონტროლის დროს გადამოწმდა 36 330 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×