რეზონანსი
23.12.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარებას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს.

საპირისპირო აზრისაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი,რომელმაც ვაშინგტონი კიევში საომრად განწყობილი ძალების წაქეზებაში დაადანაშაულა.

„აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კიევისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე მოსკოვში საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევენ, რადგან ვაშინგტონი უკრაინას ძალისმიერი სცენარის განხორციელებისკენ უბიძგებს", - განაცხადა კარასინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×