რეზონანსი
23.12.2017

 (რეზონანსი) გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება.

ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ სცნობს.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ადვოკატები სასამართლოს ბრალდებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთვნელის, ვაჟა კვარაცხელიასა და "სოხუმის" თანამფლობელ თემურ დათიკაშვილის ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ ვის ინტერესში შედიოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფების გარიგებული მატჩების სკანდალში გახვევა.

მისივე თქმით, საქმეში არ ფიგურირებს არც ერთი კალათბურთელი, რაც მატჩების გარიგების ფაქტს კიდევ უფრო დიდი კითხვვს ნიშნის ქვეშ აყენებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი: საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×