რეზონანსი
23.12.2017

 (რეზონანსი) აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი უკრაინისთვის აშშ-ში შეტანილ ზოგიერთ პროდუქტზე საგადასახადო შეღავათების მოხსნას აპირებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აშშ-ში უკრაინიდან შეტანიილ 3 500 დასახელების პროდუქციაზეა საუბარი.

"ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ადეკვატურ და ეფექტურ დაცვას, სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ უკრაინისთვის საბაჟო გადასახადის მოხსნის რეჟიმი დროებით შეჩერდეს," - აღნიშნა ტრამპმა წერილში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×