(რეზონანსი) ნატოს წყალქვეშა ფლოტის სარდალმა, კონტრ-ადმირალმა, ენდრიუ ლენონმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის წყალქვეშა ნავების აქტივობით შეშფოთებულია.
„რუსეთის წყალქვეშა ფლოტის აქტივობა ბოლო სამი წლის განმავლობაში უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, ცივი ომის დასრულების შემდეგ",- განაცხადა ადმირალმა „The Financial Times" - თან საუბარში.
მისივე თქმით, შავ და ხმელთაშუა ზღვებში განსაკუთრებული აქტივობით ექვი წყალქვეშა ნავი გამოირჩევა.
„ რუსეთი დიდ ინტერესს იჩენს ნატოს წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიმართ ,განსაკუთებით კი დაინტერესებულია აშშ-სა და ევროპას შორის არსებული კავშირგაბმულობის კანალებით",- აღნიშნა ლენონმა.