რეზონანსი
24.12.2017

 (რეზონანსი) თურქეთში, სტამბოლის ერთერთ რესტორანში "კანონიერი ქურდი" დავით ალხანაშვილი, იგივე "დათო პანკისკი" ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით მოკლეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ალხანაშვილი, "კანონიერი ქურდის", ზაქარია კალაშოვის, იგივე "შაქრო მოლოდოის" გარემოცვამ შურისძიების მიზნით მოკლა.

ახლობლების ინფორმაციით, დავით ალხანაშვილი რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დაურეკეს, გარეთ გასვლის შემდეგ კი ზურგში ესროლეს.

დაჭრილი ალხანაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×