რეზონანსი
24.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინელმა მესაზღვრებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა. იგი "უჟგოროდის" გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდული ტვირთის გადატანისთვის აიყვანეს.

დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.

ცნობილია, რომ ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მერსედესის მარკის ავტომობილით ცდილობდა, რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლი მანქანის დათვალიერების საშუალებას მესაზღვრეებს არ აძლევდა, რის გამოც ადგილზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების და ადვოკატის გამოძახება გახდა საჭირო.

მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლმა მესაზღვრეებს ავტომობილის დათვალიერების საშუალება მისცა, სადაც 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×