(რეზონანსი) შსს-ს წარმომადგენელის, მამუკა ჭელიძის განცხადებით,, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა და საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ 127 პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, დილის 6 საათზე საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
საპოლიციო კონტროლის შედეგად 52 000-მდე პირი გადამოწმდა.
ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან.
მსგავსი თანამშრომლობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო", - განაცხადა ჭელიძემ.