რეზონანსი
24.12.2017

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ხვალ დილით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება.

მანამდე, ერთი დღით ადრე, სამების საკათედრო ტაძრიდან ილია მეორეს საზეიმო თარიღი მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიულოცა.

"ხვალ არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის - არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან. დღეს კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერისა ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას", - განაცხადა მეუფე შიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×