რეზონანსი
24.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი აივნები.

კალაძე ლილოს ბარზრობაზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი აივნის მოსართავი ილუმინაციები შეიძინა. შენაძენი დედაქალაქის მერს 14 ლარი დაუჯდა.

"ჩვენ წამოვიწყეთ საინტერესო აქცია, რათა ერთად შევქმნათ ახალი წელი და ერთად მოვრთოთ ჩვენი დედაქალაქი. ვთხოვთ მოსახლეობას, შეძლებისდაგვარად, ვისაც რა შესაძლებლობა და სურვილი აქვს, მოვრთოთ ჩვენი საკუთარი ფანჯრები, საკუთარი აივნები. მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ პატარა, ელემენტარული საახალწლო განათებები იყოს გადმოკიდებული თქვენს ფანჯრებსა და აივნებზე", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×