რეზონანსი
24.12.2017

 (რეზონანსი) თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული 2700 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც თურქეთის მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დატოვება 637 ადამიანს მოუწია. მათ შორის იყო 155 სამხედრო სახმელეთო ჯარში, 155 საზღვაო ძალებში და 327 სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა. სამსახურიდან გაუშვეს ასევე ათობით პოლიციელი და ჟანდარმი.

განკარგულების მიხედვით, დახურეს 17 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და 17 ფონდი.

შეგახსნებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×