რეზონანსი
24.12.2017

 (რეზონანსი) ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა. ადვოკატთა ასოციაციამ დავით ასათიანი თავმჯდომარის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩია.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 953-მა ადვოკატმა მიიღო, რომელთა უმრავლესობამ, 922-მა სმა ასათიანს მისცა.

რაც შეეხება ასათიანის კონკურენტ ლევან ჯანაშიას, მან მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის მიუხედავად, მას 23-მა ადვოკატმა ხმა მაინც მისცა.

როგორც ასათიანმა განაცხდა ადვოიკატთა ასოციაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. მისი თქმით, მეორე ტურის არჩევნები წესების დაცვითა და ლეგიტიმაციით ჩატარდა, რამაც მისი გამარჯვება დაადასტურა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე დელეგატთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა, კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი: ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი მონაწილეობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×