რეზონანსი
25.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინის საზღვარზე კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი პირი აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, დავით ღლონტია.

იგი უკრაინაში საქართველოს ვიცე კონსულის, ეკა პატარაძის მეუღლეა და ამის გამო, მას დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.

ღლონტი მინისტრის თანამდებობას წინა ხელისუფლების დროს იკავებდა. თანამდებობიდან 2004 წლის სექტემბერში გადააყენეს.

პატარაძე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან უკვე გამოიწვია.

უკრაინელმა მესაზღვრებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა. იგი "უჟგოროდის" გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდული ტვირთის გადატანისთვის აიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×