(რეზონანსი) პოეტ ზვიად რატიანის გამოკითხვა თბილისის პროკურატურაში დასრულდა.
მისი განცხადებით, გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა.
"საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ არ მახსოვს. არც დასამალია და არც სამარცხვინო - ნასვამი ვიყავი. რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ბევრი მომხვდა, განსაკუთრებით თავში.
სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, მეც ვაგინებდი და ვცდილობდი, ფეხები გამეთავისუფლებინა.
6-7 იყვნენ, განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, დაწერეს, რომ მე უკვე ნაცემი მნახეს - დაზიანებებით, ამ ოქმზე ჩემი ხელმოწერა არ არის.
ის, რაც მათ უწერიათ, რომ თამარ მეფის გამზირზე 50-ს გადაცილებული კაცი ვიდექი და უმისამართოდ ვიგინებოდი, არ მოხდებოდა, რადგან არც იმდენად ნასვამი ვიყავი", - განაცხადა რატიანმა.