რეზონანსი
25.12.2017

 (რეზონანსი) ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები გაიზარდა.

თუ "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ელექტროენერგიის გადაცემის მოქმედი ტარიფი 0.872 თეთრია, 2018 წლის 1 იანვრიდან 1.323 თეთრი გახდება (დღგ-ს გარეშე).

სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფის გაზრდა "სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ დაგეგმილ ინვესტიციებს უკავშირდება, რომელიც დაახლოებით 600 მილიონი ლარი იქნება.

სემეკის ახლადარჩეული წევრი დავით ნარმანია უწყების 25-26 დეკემბრის სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს, შესაბამისად, ის ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დამტკიცების პროცესში ჩართული არ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×