თიკო ოსმანოვა
25.12.2017

 ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას არ ელოდება. მისი თქმით, ახლა ასეთი ცვლილება არც `ოცნებას~ და არც ქვეყანას მოუტანს რამეს. 

"ამ ეტაპზე სიმართლე გითხრათ პრემიერის გადადგომას არ ველოდებით. თუ ასეთი რამ ჩაფიქრებულია მაშინ ეს გაზაფხულის ბოლოს იქნება. ახლა აზრი არ აქვს ამ ცვლილებას. ეს არც ხელისუფლებას მოუტანს რამეს და არც ქვეყანას. ამიტომ ასეთი ცვლილებების განხორციელების დრო ჯერ არ არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე. 

თუმცა, მისივე თქმით, მართველ პარტიაში მოულოდნელობები ხშირად ხდება და ამის მაგალითად 2 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას იხსენებს. 

"ქართული ოცნება" მაინც და მაინც პროგნოზით არ გამოირჩევა. ღარიბაშვილმა, რომელმაც 2 წლის წინ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და მთელი რიგი სამომავლო გეგმები დასახა ზუსტად 2 დღეში თანამდებობიდან გადადგა. ასეთი მოულოდნელებობები ხდება ხოლმე, მაგრამ ლოგიკას თუ გავყვებით, ხელისუფლების ცვლილება არ უნდა მოხდეს. 

რაც შეეხება გაზაფხულს, მაშინ შეიძლება აუცილებელი გახდეს გარკვეული ტიპის ცვლილებები, მათ შორის არ გამოვრიცხავ პრემიერის წასვლასაც", - გვითხრა ძაბირაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×