რეზონანსი
25.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებში წერს, რომ ეკლესიის მიმართ დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა, 2017 საიუბილეო წელს კი ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

თუმცა, სინოდი მიიჩნევს, რომ "საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით".

ეს კი მაშინ, როცა " ამგვარი დაპირიპისრების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი".

"ამ 40 წლის მანძილზე ეკლესიაში განვითარებული ძირითადი მიმართულებების ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ არამარტო არსებული პრობლემების დაძლევა, არამედ ის ეპოქალური ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ელოდა ჩვენი ერი", - მიიჩნევს ცინოდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×