რეზონანსი
25.12.2017

 (რეზონანსი) ვატიკანში, საშობაო წირვის დროს რომის პაპმა მსოფლიო საზოგადოებამ მოუწოდა, არ დაივიწყოს მილიონობით ლტოლვილის მდგომარეობა, რომლებმაც "იძულებით დატოვეს მიწა".

პონტიფექსმა მიგრანტები წმინდა მარიამსა და იოსებს შეადარა, რომლებიც ნაზარეთიდან ბეთლემში ჩასულები დასარჩენ ადგილს ვერ პოულობდნენ.

ფრანცისკეს თქმით, რწმენა ადამიანებს ავალდებულებს, კარი გაუღონ უცხოელებს.

„დღეს იოსებისა და მარიამის გზას მრავალი სხვა ადამიანი გადის. ვხედავთ ოჯახებს, რომლებსაც იძულებით დატოვეს საკუთარი მიწა, ძვირფასი ადამიანები", - განაცხადა რომის პაპმა.

წმინდა პეტრეს მოედანაზე შეკრებილი მრევლისადმი მიმართვის დროს რომის პაპმა ასევე მძევლად აყვანილი მღვდლების, ბერებისა და უბრალო მორწმუნეებისგათავისუფლება მოითხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×