რეზონანსი
25.12.2017

 (რეზონანსი) მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება 39 წლის ბრალდებულს ეძებს, გამოძიება კი ორი მუხლით მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინასწარი ინფორმაციით, დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას ავტომატური იარაღის გამოყენება მოჰყვა, რომლითაც 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ რამდენჯერმე ესროლა მესტიის საკრებულოს წევრს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

„მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით"- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×