რეზონანსი
25.12.2017

 (რეზონანსი) ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და ევროკავშირის მონიტორინგის მისია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავიანთი დამკვირვებების ყირიმში გაგზავნას არ აპირებენ.

ODIHR-ის პრესმდივნის, თომას რიმერის განცხადებით, 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესს 500-მდე დამკვირვებელი გააკონტროლებს, მაგრამ არც ერთი მათგანი ყირიმში ჩასვლას არ აპირებს.

მიუხედავად ევროკავშირისა და ეუთოს პოზიციისა, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა დონის დეპუტატები და ცალკეული ექსპერტები მაინც აპირებენ ყირიმში ჩასვლასა და არჩევნების პროცესზე დაკვირვებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×