რეზონანსი
26.12.2017

 (რეზონანსი) ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, - ამის შესახებ მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარემ დღეს მიიღო.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დასკვნაზე მხარეები დახურულ სხდომაზე იმსჯელებენ, ვინაიდან დოკუმენტი აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

„დღეს დილით ავიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. ამის საფუძველზე ვიშუამდგომლებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ასევე, მოვითხოვთ სხდომის დახურვას, რადგანაც დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს", - განაცხადა გელაშვილმა.

შეგეხსენებთ, რომ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×