რეზონანსი
26.12.2017

 (რეზონანსი) მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, მოსამართლემ აღკვეთი არ შეუცვალა და განაცხადა, რომ აბესაძე საშიშია და მისი გარეთ ყოფნა მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, დასკვნაშიც ასახულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება, რომ ოთარ აბესაძეს სიცოცხლე მოუსწრაფოს", - განაცხადა ჭკადუამ.

ცოტა ხნის წინ აბესაძის კიდევ ერთმა ადვოკარმა ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით შესაძლოა, მერიის ყოფილ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიება შეცვლობა.

აბესაძე 12 ივლისს სუს-მა დააკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×