რეზონანსი
26.12.2017

 (რეზონანსი) თურქეთის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ეჭვმიტანი 12 წევრი დააკავა. ისინი ახალი წლის დღესასწაულებზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებულთაგან ორი სირიის მოქალაქეა. ეჭვმიტანილები თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ადანაში დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თურქეთში „ისამლურ სახელმწიფოსთან" კავშირში ბრალდებული 60 პირი დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×