რეზონანსი
26.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე არ მივიდა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, მისი გატაცების გამო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

"ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. აუცილებლად მოვითხოვ კომპენსაციას ჩემი გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემთან მიმართებაში ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც, თუ რას უკეთებენ უკრაინელ ხალხს ყოველდღიურად,"- განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×