რეზონანსი
26.12.2017

 (რეზონანსი) კომპანია „ელფი", რომელიც სკოლამდელი აღსაზრდელების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა, მერიის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსს, ბადრი გიორგიძეს ზეწოლაში და საქმიანობის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.

კომპანიის დამფუძნებელი თინათინ პაპუაშვილი ამბობს, რომ 42 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მისი კომპანია უკანონოდ დააყადაღეს.

კომპანიის ადვოკატის, შავლა ხაჭაპურიძის თქმით, გიორგაძემ ყოველგვარი აღწერისა და საბუთის გარეშე მოითხოვა კომპანიის დაყადაღება და ტენდერიდან ჩამოშორება.

თბილისი ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გამოძება ყველაფერს დაადგენს.

„მე არ დავეთანხმები ბრალდებებს. ახალი ტენდერია გამოცხადებული და მგონი, უკვე დასრულების ეტაპზეა. რაც შეეხება კომპანია „ელფს", რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს, ისინი თვლიან, რომ ყველაფერი სწორად აქვთ, ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს და შესაბამისად, მოხდება საკითხზე რეაგირება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ხმალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×