(რეზონანსი) ამ წუთებში, პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება
"ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენთან ახმეტიდან გადმოიყვანეს დილით, აღენიშნებოდა ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა, იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და მიერთებული იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე" - განაცხადა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს ხუთი მოქალაქე, ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი, დააკავა.
თითოეულ მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.