ნათია ლომიძე
26.12.2017

 წინასაახალწლო დღეებმა ლარს თავისი ხელი დაატყო. ერთ დღეში ეროვნული ვალუტა 5 პუნქტით გაუფასურდა. სადღესასწაულო პერიოდის გარდა ეროვნული ვალუტის რამდენიმეპუნქტიან ვარდნაზე ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც მოახდინა გავლენა. 

ბოლო დღეებში ლარის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებას დიდ ტრანზაქციებს უკავშირებს "ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. ბიუჯეტი იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობით ტენდერები სრულდება, კომპანიები ელოდებიან თანხებს, რაც მოლოდინს ზრდის და ლარზეც მოქმედებს. ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად აისახება საახალწლო პერიოდიც, თუმცა ეს პროცესი მალე შეიცვლება და ლარის 2.50-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

"ლარის დაბრუნებას 2.40-იან ნიშნულზე მოკლევადიან პერიოდში არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ახალი წლის დღეების ჩავლის შემდეგ 2.50-2.55 შუალედს აუცილებლად შეინარჩუნებს. ზუსტად როდიდან დაიწყება და როდემდე გასტანს ეს პერიოდი, 10-15 იანვრიდან შეგვეძლება პასუხის გაცემა", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×