რეზონანსი
26.12.2017

 (რეზონანსი) დიუსში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ამ წუთებში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, კრიმინალისტები გამოძიებისთვის საჭირო დეტალებს აკვირდებიან და საძინებელში სპეცოპერაციის შედეგად დატოვებულ სისხლის ნიმუშებს იღებენ.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს ხუთი მოქალაქე, ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი, დააკავა.

ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლენ მაჩალიკაშვილი დაჭრილია და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

თითოეულ მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×