რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ოფის მახლობლად კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.

მათი საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან" დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×